top of page
62524687_1828003707345346_87428573492506

ისტორია

"ზიხარ • Zikhar" _ის დამფუძნებელია ზურაბი ბრეგაძე, რომელმაც  პირველად შვილის ( ბარბარე ბრეგაძის) თხოვნით საკუთარ სახლში ხელით დაამზადა სასრიალო საქანელა.
ეს იყო პირველი ხელთნაკეთი ეზოს ავეჯი. რომელიც თავიდან შეიქმნა ერთჯერადად საკუთარი სახლისთვის.
მისი დასრულების შემდეგ გაჩნდა 💡 იდეა რომ ეწარმოებინათ ხის ხელნაკეთი გარე ავეჯი. ზურა ბრეგაძემ  და მისმა მეუღლემ ( ლია არჯევანიძემ )  გადაწყვიტა შეექმნათ და შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, დახვეწილი, გამორჩეული დიზაინის და ფორმის ხის გარე ავეჯი.

2019 წლის მარტში ოჯახმა დაიწყო მოქმედება, აირჩია ქართული სახელი, შექმნა ლოგო
და 2019 წლის 7 ივნისს პირველად გამოჩნდა ბაზარზე. მისი პარტნიორია "HomeMade - ავეჯის და განათების წარმოება" / http://www.homemade.ge სადაც უკვე წარმოდგენილია "ზიხარ • Zikhar"

ოჯახისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტი იყოს ხარისხიანი და გამორჩეული დიზაინის. ჩვენ თითოეული ახალი პროდუქტის შექმნაზე ვხარჯავთ დიდ დროს იმისთვის რომ მივიღოთ სრულყოფილება.
"ზიხარ • Zikhar" მომხმარებლებს პირდება სიახლეებს


ჩემია, შენია და ჩვენია, ეს ხომ 100% ხელნაკეთი ქართული პროდუქტია

bottom of page